მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის 826 078 დახარჯა - მეტროსადგური კვლავ სარემონტოა

19.06.21 17:50
მერიამ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის 826 078  დახარჯა - მეტროსადგური კვლავ სარემონტოა

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, თბილისის მერიამ 2016 წლის შემდეგ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე 826 078 ლარი დახარჯა, თუმცა  მეტრო კვლავ სარემონტოა.

2016 წელს "ყვარელრემმშენს" ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციოდ 347 848 ლარი გადაუხადეს, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან 5 თვეში მეტროს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.

"ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, "ყვარელრემმშენი" შესყიდვების სამსახურის "შავ სიაში" იმყოფებოდა და მიუხედავად ამისა, კონტრაქტი მაინც ამ კომპანიასთან გაფორმდა, თანაც უკონკურენტო გარემოში. მეტროში მისი შეკეთებული ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, ყვარელრემმშენმა დამატებით 478,230 ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო, მათ შორის, სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა. ჭერის ჩამონგრევიდან 1 წლის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა "ერთი წელი გავიდა... ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია", თუმცა ჩამონგრევიდან 3 წლის შემდეგადაც იგივე მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ამ დროის განმავლობაში კიდევ 400 ათასამდე ლარი დახარჯა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

მსგავსი სიახლეები