გოგონა სახაზავით სცემა - საპატრიარქო მორიგ სკანდალში ეხვევა

19.06.21 20:53
გოგონა სახაზავით სცემა - საპატრიარქო მორიგ სკანდალში ეხვევა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შემდეგ სკანდალში საპატრიარქოს დაქვემდებარებული კიდევ ერთი დაწესებულება ეხვევა. სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეების მშობლები მასწავლებლებს და მათ შორის, სასულიერო პირს, ძალადობაში ადანაშაულებენ. მართლმადიდებლური სკოლა მეუფე საბას დაქვემდებარებაშია. როგორც ირკვევა, სწორედ მას მიმართეს მშობლებმა, თუმცა მეუფე საბამ მათ არ დაუჯერა და შესაძლო ძალადობის ფაქტები უყურადღებოდა დატოვა.

რომელ სახარებაში წაიკითხეს ბავშვის დასჯა სად წერია, სად არის აქ ქრისტიანობა", – ამბობს ნაცემი მოსწავლის დედა ტვ პირველის შაბათის ეთერთან.

დაწყებითი კლასის ერთ-ერთი მოსწავლე ტვ პირველთან ამბობს, რომ გადალაპარაკების გამო მასწავლებელი თავში უტყამდა და თმაზე ეხებოდა.

როცა ვკითხულობდით ლოცვას თმაში მომჩეჩა, აქ რაც ხდება ნუ ამბობთ თქვენ სახლშიო", - ამბობს დაწყებითი კლასის მოსწავლე.

სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო სკოლის დირექტორიც. ეკა კოპალეიშვილი ადასტურებს, რომ ერთ-ერთმა მღვდელ-მასწავლებელმა, მამა ზაზამ გოგონა სახაზავით სცემა, რასაც მშობლის პროტესტი მოჰყვა. კოპალეიშვილი ტვ პირველს უყვება, რომ ამის შემდეგ მან მასწავლებელი დაიბარა და სასტიკი საყვედური გამოუცხადა. 

საქმეს საგამოძიებო უწყება 9 თვეა, იძიებს, თუმცა ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. სასწავლო პროცესი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

მომჩივანი მშობლების ადვოკატის, რომა ჭეიშვილის ინფორმაციით,  ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა და ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე საბასაც ჰქონდა, თუმცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა პრობლემის გადასაჭრელად არაფერი გააკეთა.