საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19.06.21 21:50
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისის დროით 21:16 საათზე ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ში, სოფელ საღამოსთან 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.