მღვდლის სამშენებლო ბიზნესი - სასულიერო პირს თაღლითობაში ადანაშაულებენ

19.06.21 22:17
მღვდლის სამშენებლო ბიზნესი - სასულიერო პირს თაღლითობაში ადანაშაულებენ

მღვდლის სამშენებლო ბიზნესი - სასულიერო პირს თაღლითურ სქემებში მონაწილეობისთვის ედავებიან. პაატა სააკაძის 29 ნომერში 3 სართული მამა ვლადიმერ ვახტანგაძის საკუთრებაა. ამავე კორპუსში უნდა მიეღოთ ბინები იმ პირებს, რომლებმაც უკანასკნელი ფულით მშენებარე ბინები იყიდეს. 

უნდა შემეძინა 51 კვადრატი. კვადრატული მქონდა ნაყიდი 450 დოლარად და მაშინ საბაზრო ფასი ეგ იყო", - ამბობს პირი, რომელიც უბინაოდ დარჩა.

დეკანოზი  სამშენებლო ბიზნესში 2015 წელს ჩაერთო, როცა კუთვნილი ბინის დანგრევის უფლება სამშენებლო კომპანია "ალფა ბეგს" მისცა. სანაცვლოდ მღვდელს 130 ათასი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა მოულოდნელად სასულიერო პირმა უფრო სარფიანი შემოთავაზება მიიღო. მამა ვახტანგმა სმაშენებლო კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა, მიწა უკან წაართვა და უფრო სარფიანი პირობებით სხვა კომპანიაზე გადაყიდა. სანაცვლოდ სასულიერო პირს მშენებარე სახლში 3 სართულს დაპირდნენ. 

დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე ამტკიცებს, რომ ოფიციალურად არსად ფიქსირდება ინფორმაცია სადავო კორპუსში ბინების მყიდველების შესახებ. დაზარალებულები ამბობენ, რომ მღვდლის მიერ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, ისინი უსახლკაროდ დარჩნენ. 

მე არავისთან არანაირი ვალდებულება არ მქონია, ჩემი სახლ-კარი დაანგრიეს მე საცხოვრებელი პირობები არ მქონდა, დავრჩი ღია ცის ქვეშ, 11 ათასი დოლარის იპოთეკა დაადეს ამ ნივთს, რომელიც შემდეგ უკან დამიბრუნეს და ეს ჩემი გადასახადი გახდა", - ამბობს ტვ პირველთან დეკანოზი.

დაზარალებულებს საქმე სასამართლოში აქვთ, თუმცა  გადაწყვეტილებას უკვე 5 წელია ელოდებიან. მათი თქმით,  საქმე განზრახ ჭიანურდება, რადგან თაღლითური სქემის უკან სასულიერო პირი და "ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანია დგანან.

კომპანია "ბი-ემ-ჯი დეველოპმენტის" მფლობელმა ლაშა ჩიხრაძემ "ოცნებას" 50 ათასი ლარი შესწირა და 5 სართულის ნაცვლად, 8 სართულიანი კორპუსის აშენების უფლებაც მოიპოვა.