მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმე - ბრალდებული დედა და მამინაცვალი დანაშაულს არ აღიარებენ

20.06.21 11:46
მცირეწლოვანი ბავშვის წამების საქმე - ბრალდებული დედა და მამინაცვალი დანაშაულს არ აღიარებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, მცირეწლოვნის მიმართ წამების საქმეზე, ბავშვის დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს.

7 წლის ბავშვის წამების საქმეზე ორივე პირი გუშინ დააკავეს.  ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს წამების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ აქვს. დაკავებულები ამტკიცებენ, რომ ბავშვმა დაზიანებები თამაშის დროს მიიღო.

ეს არის შეთითხნილი საქმე, იმიტომ რომ წამების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებული სამართლებრივად, დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი", - ამბობს ადვოკატი. 

7 წლის ბავშვის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამების ფაქტზე, არასრულწლოვნის  მამინაცვალი  და ბავშვის  დედა  თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბავშვის დედა და მისი მეუღლე არასრულწლოვანს - 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.