ავტოსაგზაო შემთხვევა გორი - მეჯვრისხევის გზაზე - დაშავებულია მძღოლი

20.06.21 12:54
ავტოსაგზაო შემთხვევა გორი - მეჯვრისხევის გზაზე - დაშავებულია მძღოლი

გორი - მეჯვრისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაზის მილს დაეჯახა, შემდეგ კი ავტომობილი ამობრუნდა. ავარიის შედეგად  მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. თვითმხილველევის თქმით ავტომობილში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა.

გაზის მილის დაზიანების გამო, რამდენიმე სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.