თავდასხმა საცეკვაო ხანჯლით - რუსთავში კაცი გამვლელებს ემუქრებოდა

20.06.21 13:06
თავდასხმა საცეკვაო ხანჯლით - რუსთავში კაცი გამვლელებს ემუქრებოდა

რუსთავში, ხანჯლით შეიარაღებული პირი გამვლელებს თავის მოჭრით ემუქრებოდა. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით,  60 წლის შეიარაღებული კაცი თავდაპირველად ტაქსის მძღოლს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა.თვითმხილველების თქმით,  კაცი სხვა გამვლელებსაც ემუქრებოდა. 

მამაკაცი პოლიციამ დააკავა და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა კლინიკამ პაციენტი არ მიიღო. ფსიქიატრიულში ამბობენ, რომ პაციენტებისთვის ადგილი აღარ არის. საბოლოოდ მამაკაცი გლდანის ფისიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. 

მსგავსი სიახლეები