სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა

20.06.21 13:58
სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა  წინ გამოაცხადა.

საქმის პროკურორის თქმით,   არსებობდა მიმალვის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხე, რაც სასამართლომ გაიზიარა. 

7 წლის ბავშვის წამების საქმეზე ორივე პირი გუშინ დააკავეს.  ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს წამების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ აქვს. დაკავებულები ამტკიცებენ, რომ ბავშვმა დაზიანებები თამაშის დროს მიიღო.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბავშვის დედა და მისი მეუღლე არასრულწლოვანს - 2014 წელს დაბადებულ ვ.დ.-ს დასჯის მიზნით აწამებდნენ, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

 

მსგავსი სიახლეები