რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება
რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსთაველის თეატრი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.
სასიხარულოა, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენ ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, ასევე არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად", - ამბობს რუსულ მედიასთან საუბარში რობერტ სტურუა.