4 მლნ დოლარის ღირებულების 10 000 ფლაკონი "რემდესივირი" საჩუქრად მივიღეთ - ცერცვაძე

20.06.21 19:47
4 მლნ დოლარის ღირებულების 10 000 ფლაკონი "რემდესივირი" საჩუქრად მივიღეთ - ცერცვაძე

საქართველომ ფარმაცევტული კომპანია Gilead-ისგან 4 მილიონი დოლარის ღირებულების, 10 ათასი დოზა მედიკამენტი "რემდისივირი"  საჩუქრად მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში... მედიკამენტი უკვე თბილისშია", - წერს ცერცვაძე.