მკვლელობა ბოლნისში - პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

21.06.21 11:06
მკვლელობა ბოლნისში - პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია

ბოლნისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მონაწილეები და 38 წლის მამაკაცის მკვლელი პოლიციას ამ დრომდე არ გამოუკითხავს. სავარაუდოდ, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ მოუხდენიათ ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება. დავით სვანიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ხუთჯერ ზურგში  დამიზნებით ესროლეს. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაპირისპირების დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, თუმცა მას საავადმყოფოსთვის არ მიუმართავს.

 სისხლიანი გარჩევა ბოლნისში 19 ივნისის საღამოს, მიტოვებულ სახლში, მოხდა. ჩხუბში 30-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ადგილობრივებმა 5-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩხუბში მონაწილეები ბოლნისელები არ იყვნენ.

გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები