მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო დონეზე მოხდა ეს შავბნელი საქმე - დაზარალებული აბასთუმანის ხანძარზე

21.06.21 11:17
მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო დონეზე მოხდა ეს შავბნელი საქმე - დაზარალებული აბასთუმანის ხანძარზე

გადამწვარი კულტურული მემკვიდრეობა აბასთუმანში - დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს. ემიგრაციაში მყოფი სახლის მეპატრონე ამბობს, რომ მის საცხოვრებელი ოლიგარქის დავალებით დაწვეს. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია დაინტერესებული, სწორედ ამიტომ საქმე გაიმარტივა და ტერიტორია გადაწვა. 

გოთიკური არქიტექტურა- ეს არის უნიკალური კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რა თქმა უნდა, ღირებულების თვალსაზრისით ივანიშვილისთვის არანაირი ფასეულობა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს ადგილი არის განსაკუთრებულად მიმზიდველი ინვესტორებისათვის და მე ვამბობდი, რომ ის აუცილებლად მოხდენდა პირად ანგარიშსწორებას პირველ რიგში, ჩემს მიმართ და დამსჯიდა სამაგალითოდ, იმიტომ, რომ მან კარგად იცის, რომ რამდენად უწმინდესი ძეგლია ის ჩემთვის. როგორ მიითვისა სრულიად საქართველო ამ ადამიანმა ჩვენ უკვე ვიცით და როგორ ყიდულობს ,,ქართუ ბანკი" და როგორ ასახლებს მოსახლეობას აბასთუმნიდან, ართმევს სახლებს  და საბოლოო ჯამში ისე მოხდება, რომ სრულიად საქართველო აღმოჩნდება ერთი კაცის ჯიბეში. ცეცხლი გაჩნდა სხვენში, რომ მერე თქვას ივანიშვილმა, ან მისმა ყმა ექსპერტებმა, რომ რაღაც მოკლე ჩართვა მოხდა. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო დონეზე მოხდა ეს შავბნელი საქმე, - ამბობს ოპოზიციური პარტიის წევრი და სახლის მეპატრონე,  მუხრან ბურჭულაძე. 

აბასთუმანში კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ოჯახი დაზარალდა. ცეცხლი კორპუსში იმ დროს გაჩნდა, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 187 მუხლით დაიწყო. 
 

მსგავსი სიახლეები