დავასაბუთებთ, რატომ არ უნდა ჰქონდეს „ლიბერთი ბანკს“ მონოპოლია - გიორგი ვაშაძის ინიციატივა

21.06.21 11:48
დავასაბუთებთ, რატომ არ უნდა ჰქონდეს „ლიბერთი ბანკს“ მონოპოლია - გიორგი ვაშაძის ინიციატივა

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი ახალ ინიციატივით გამოდის. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პენსიონერებს პენსია მათთვის სასურველ ბანკში უნდა ერიცხებოდეს და ამ თვალსაზირისით, მონოპოლია „ლიბერთი ბანკს“ არ უნდა ჰქონდეს აღებული. 

საკითხზე დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე იმსჯელებენ. 

დღევანდელ კომიტეტზე გვექნება ორი ამოცანა. პირველი - ვამხელთ მთავარ მძარცველებს, გაიგებთ თქვენ სახელსა და გვარს ადამიანების, ვინც ას მილიონ ლარს ყოველწლიურად პენსიონერებს ჰპარავს და ძარცვავს ასი მილიონი ლარით და მეორე, კიდევ ერთხელ დავასაბუთებთ, რატომ არ უნდა ჰქონდეს „ლიბერთი ბანკს“ მონოპოლია. თუ ვინმე მეტყვის, რომ ბანკს მოგება არ უნდა, ეს არის აბსურდი, ამიტომ, უნდა ვამხილოთ მძარცველები, უნდა მოვხსნათ მონოპოლია, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძე ვარაუდობს, რომ თუ პენსიის აღება სხვა ბანკშიც იქნება შესაძლებელი, ავტომატურად დაიწევს საპროცენტო განაკვეთიც. 

ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტზე სხვადასხვა ბანკების წარმომადგენელები, სადაც ისინი საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. 

 იმ შემთხვევაში, თუ კანონში შევა ცვლილება, იგი 2021 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.