არაადამიანური მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ - საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულებს არჩევს

21.06.21 11:48
არაადამიანური მოპყრობა ჯარისკაცების მიმართ - საქალაქო სასამართლო  ნაფიც მსაჯულებს არჩევს

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, დიმიტრი დევდარიანი დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა, ის სასამართლოს ჩვენებას მისცემს.

საქმის მეორე ბრალდებულმა, გიორგი ბიჩელაშვილმა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა. 

შეგახსენებთ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

არაადამიანური მოპყრობის საქმეში ბრალდებულებს, დიმიტრი ყიფიანსა და   გიორგი ბიჩინაშვილს,  6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.