ხმაური ლისის ონკოლოგიურ კლინიკასთან- მედპერსონალი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
ლისის ონკოლოგიური კლინიკის მედპერსონალი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ექიმების თქმით, სამინისტროდან მათ 1 წლის წინ დაპირდნენ შენობის რეაბილიტაციის დაწყებას, 250-მდე ექიმს უთხრეს, დროებით უნდა დარჩენილიყვნენ სამსახურის გარეშე, კლინიკის შენობიდან გამოიყვანეს, მაგრამ ამ 1 წლის მანძილზე არ დაწყებულა არანაირი სამუშაო რემონტისთვის და ექიმებისთვისაც კომპენსაცია არ მიუციათ.
კლინიკის პერსონალი პასუხებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან პირადად ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებს.