თბილისში ძალადობის ბრალდებით დაცვის თანამშრომელი დააკავეს

21.06.21 12:29
თბილისში ძალადობის ბრალდებით დაცვის თანამშრომელი დააკავეს

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა, რომელიც დაცვის სამსახურის კერძო კომპანია  „ვიქტორია სექიურიტის“ თანამშრომელია. 31 წლის დაცვის თანამშრომელი წარსულში ამავე მუხლით იყო ნასამართლევი. 

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ ზ.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.