საქართველო გაყიდეთ და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუას პასუხი კრიტიკაზე

21.06.21 12:40
საქართველო გაყიდეთ და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ - რობერტ სტურუას პასუხი კრიტიკაზე

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტს სტურუა, სოციალურ ქსელში საზოგადოების იმ ნაწილს ეხმიანება, რომელმაც რუსთაველის თეატრის რუსეთში გამგზავრება გააკრიტიკა. 

საქართველო გაყიდეთ! დავით-გარეჯი, აფხაზეთი, გალი, სამაჩაბლო და ახლა რუსთაველის თეატრს უჩმახებთ, რატომ გპატიჟებენ რუსეთში ჩეხოვის ფესტივალზეო, - წერს სტურუა Facebook გვერდზე.

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს თეატრის სკანდალში გახვეული  მსახიობი,  ბესო ზანგურიც, გამოეხმაურა, რომელმაც კრიტიკის ავტორები სამშობლოს სიძულვილში დაადანაშაულა. ზანგურის კომენტარს პოსტის ავტორმა უპასუხა. 

გვი.... ენ, ძვირფასო ბესო, რადგანაც გაყიდეს საქართველო და ოცნებობენ, დარჩენილი სამშობლოც ბოლომდე გაგვიყიდონ!
და ვინ ყიდის ჩვენ ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან მხარეს?!
ბოზები,
საეჭვო მამაკაცები
- უნიჭო, იმედდაკარგული უპატრონო ქოფაკები!
უკბილო(პირდაპირ გაგებით!) უვიცი, ვითომ ქართველები, ნაწყენი მხატვრები, გზააბნეული გაბოროტებული ტელეარხები და გინება!
თუმცა მხდალი ვაჟკაცები ნაკლებად ილანძღებიან
( ჩვენ ხომ ინტელიგენტებად უნდა მოვაჩვენოთო საზოგადოებასო!) საკუთარ შვილს,
დ ე დ ა
МГИМО МИД
РОССИИ-ს
КГБ-ს შვილს ხომ ყველაფერს პატიობს?! იმ უცნაური ცისფერ ცაფირუზ ტვ-ს შევახსენებ:
“მერე სად წახვალთ?”,
- წერს სტურუა.