მთაწმინდის რაიონში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

21.06.21 12:49
მთაწმინდის რაიონში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. 

ორივე დაჭრილი საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები