თუ შემოგვთავაზეს სხვა ფართი, ე.ი. დაწვეს თვითონ - ნემო ბურჭულაძე აბასთუმნის ხანძარზე

21.06.21 13:11
თუ შემოგვთავაზეს სხვა ფართი, ე.ი. დაწვეს თვითონ - ნემო ბურჭულაძე აბასთუმნის ხანძარზე

აბასთუმანში დამწვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ერთ-ერთი დაზარალებული უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნემო ბურჭულაძეა. ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს, რითაც  საკურორტო ზონით დაინტერესებულ ბიძინა ივანიშვილს საქმე გაუმარტივეს. პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ დანაშაულის გამოსყიდვას ივანიშვილი სოლიდური კომპენსაციებით შეეცდება.

მოეწონა ქვეყნის მთავარ მეზღრაპრეს ეს ზღაპარი ადგილი და გადაწყვიტა, მისი იყოს და თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი საქართველოს მდგომარებას, უკვე გასაკვირი არაფერია. რა თქმა უნდა, ეჭვი მაქვს, რომ ეს შემთხვევით არ იყო. ესეც ძალიან მალე გამოჩნდება, შემთხვევითი იყო, თუ არა, ძიების გარეშე. ძალიან მარტივია, თუ შემოგვთავაზეს სხვა ფართი, ე.ი. დაწვეს თვითონ. თუ აღადგენენ და ამას აპირებდნენ ისედაც, მითუმეტეს ისტორიული შენობაა, აშკარა იქნება, რომ შემთხვევით მოხდა რამე, - ამბობს ნემო ბურჭულაძე.

ნემო ბურჭულაძის მსგავსად, ეჭვებზე ღიად საუბარს სხვა დაზარალებულები ვერ ბედავენ. ისინი ამბობენ, რომ სახლი საცხოვრებლად უვარგისია და  რეაბილიტაციას ისედაც საჭიროებდა. 
 

მსგავსი სიახლეები