ფეხბურთში რომ გაგვემარჯვა, არ უნდა წასულიყვნენ? - რუსთაველს თეატრის მსახიობი მოსკოვში გამგზავრებაზე
მსახიობი გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებაში პრობლემას ვერ ხედავს და ჩეხოვის ფესტივალს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ადარებს, სადაც გამარჯვება ქვეყნის ღირსების საქმეა. ბარბაქაძე სტურუას კრიტიკოსებს მისი სტატუსების კარგად წაკითხვას ურჩევს.
მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში, რუსეთში, და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო? ხო ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად. ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ, რუსეთთან დაკავშირებით რეებს წერს? სხვათაშორის, რობიკო ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო", - ამბობს გოგა ბარბაქაძე.
რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შესახებ 2 დღის წინ რუსული მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დასი ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, ასევე, 1 და 2 ივლისს, გაიმართება.