EU-ს დროშის დაწვის კამპანია - შსს-ში ამბობენ, რომ ვიდეოში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება

20.12.23 18:16
EU-ს დროშის დაწვის კამპანია - შსს-ში ამბობენ, რომ ვიდეოში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება

EU-ს დროშის დაწვის კამპანია - შსს-ში "პირველებს" განუცხადეს, რომ ვიდეოში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ასახულია ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტები,  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს შესაბამის  რეაგირებას.

სამართალდამცველების მიერ მოხდება ვიდეოში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები", - ამბობენ შსს-ში.

ცნობისთვის,  პრორუსული დაჯგუფების წევრი ლაშა შარუხია, რომელმაც მცხეთის გამგეობის  შენობაზე აღმართული  ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშა დაწვა ციხეში 6 წლიანი მუხლით გაუშვეს.

მისმა მხარდამჭერმა  პრორუსებმა კი ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ ახლი კამპანია დაიწყეს - ევროკავშირის დროშებს "ალტ-ინფოს" წევრები  დემონსტრაციულად  წვავენ, ვიდეოებს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. რადიკალური დაჯგუფების წევრები ამ კამპანიით   შამუხიას გათავისუფლებას  ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში  კი ისევ არეულობით  იმუქრებიან.