ნიკორწმინდის უნიკალური ტაძარი საფრთხეშია - ფოტოები და ვიდეო ადგილიდან
გელათის შემდეგ ნიკრომინდაც საფრთხეშია - ტაძრის უნიკალური ფასადი წვიმის გამო ზიანდება. არადა ისტორიულ მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ძეგლთა დაცვის სააგენტომ 2019 წელს დაასრულა, თუმცა სამუშაოები, როგორც ჩანს, აქაც უხარისხოდ ჩატარდა. სპეცილისტები პირდაპირ აბობენ, რომ ნიკორწმინდა ნადგურდება. ყოველი წვიმა ისტორიული ძეგლისთვის უმძიმესი შედეგების მომტანია.
„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება.
ძალიან მძიმე დღეშია პრაქტიკულად ყველა ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის, რომელსაც ეს ხელისუფლება შეეხო. არის ასევე ნიკორწმინდის ტაძარი, რომლის რეაბილიტაციაც 2017-2019 წლებში მოხდა და უმძიმესი არის ფასადის ქვის მდგომარეობა, რამდენადაც სახურავი, რომელიც სპილენძის არის და ამ პერიოდში გაკეთდა, ვერ უზრუნველყოფს ნალექის გადადევნას სახურავიდან, შესაბამისად სველდება კედელი მუდმივად, იშლება ქვა და ქვაზე თვალშისაცემია სპილენძის შეფერილობა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ყოველი ნალექის დრო სახურავიდან წყალი ედინება", - ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვა რომ წულუკიანისთვის არაფერს ნიშნავს, ეს აუდიტის დასკვნითაც დადასტურდა, სადაც პირდაპირ წერია რომ რეაბილიტაციის ნაცვლად ეს უწყება ფულის მითვსებით და გაფლანგვით არის დაკავებული.