ემუქრება თუ არა ნიკორწმინდას საფრთხე - რას ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში?

04.01.24 10:49
ემუქრება თუ არა ნიკორწმინდას საფრთხე - რას ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში?

ემუქრება თუ არა ნიკორწმინდას საფრთხე - რას ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში? უწყება ამტკიცებს, რომ ნიკორწმინდის ტაძრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ინფორმაცია, რომ კულტურულ ძეგლს საფრთხე ემუქრება და განადგურების რისკის ქვეშაა, სიცრუეა.

უწყების თქმით, მათმა თანამშრომლებმა ბოლო მონიტორინგი 2023 წლის აგვისტოში განახორციელეს.

შემოწმებულ იქნა ტაძრის როგორც გადახურვის, ასევე ექსტერიერის და ინტერიერის მდგომარეობა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გარდა მცირე დაზიანებებისა ძეგლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტაძარს არ აქვს სტრუქტურული პრობლემები, ინტერიერში არ ხდება წყლის ინფილტრაცია და ვიზუალური დათვალიერებით კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება და არის განადგურების რისკის ქვეშ არ შეესაბამება სიმართლეს", - წერია განცხადებაში.

„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე ნალექის სახურავიდან გადატანას ვერ უზრუნველყოფს და ქვა ზიანდება.