ზუგდიდი-მესტიის გზა პარალიზებულია - მიზეზი ქვათა ცვენაა

04.01.24 11:23
ზუგდიდი-მესტიის გზა პარალიზებულია - მიზეზი ქვათა ცვენაა

სვანეთი პრაქტიკულად იზოლაციაშია მოქცეული - დღის ბოლომდე ქვათა ცვენის გამო იქ ვერც პოლიცია და ვერც სასწრაფო დამხარის ბრიგადა ვერ შევა. 

საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა და უზარმაზარმა ლოდებმა გზა ჩახერგეს. ადგილზე ახლა სპეციალური ტექნიკა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რომლებიც გზის გაწმენდას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა ხელს უამინდობა უშლით.

როგორც ირკვევა, მოძრაობა დღეს დილით, 8 საათიდან უნდა ამდგარიყო, თუმცა მძიმე მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო გაწმენდითი სამუშაოები ღამით ვერ ჩაატარეს.

კონკრეტულად როდის აღდგება მოძრაობა, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ადგილზე მომუშავე პერსონალი "პირველებთან" აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ადგილზე კლდის ბევრად უფრო დიდი მასა იყო ჩამოშლილი.

კლდის მასივი არის ჩამონგრეული და დაახლოებით 1 საათი სჭირდება კიდევ გაწმინდას. ჩაკეტილია გუშინ 11 საათის შემდეგ. 4 დღის წინ იგივე სიტუაცია იყო, არაფერი განსხვავება, მაგრამ მაშინ უფრო დიდი მასა იყო ჩამოსული", - აღნიშნა მომუშავე პერსონალმა.