მოცეკვავე მარი ბაბეტას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

04.01.24 11:52
მოცეკვავე მარი ბაბეტას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

მარი ბაბეტას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება - 29 წლის მოცეკვავე გარდაცვლილი 3 იანვარს შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 

„ასეთ დროს ჩვენ თუ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში. იქნებ, მცირედით მაინც დავეხმაროთ. ყველამ სულ რომ 5 ლარი მაინც ჩავრიცხოთ, ამით გვერდში დავუდგებით მარი ბაბეტას ოჯახს“, - ამბობს გარდაცვლილის მეგობარი, გემა ხაგუში.

მარის 14 წლის შვილი დარჩა, რომელიც ბებიასთან ცხოვრობს.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხონ: GE95BG0000000539654138