კრიტიკული ვითარება მესტიაში - საავტომობილო გზაზე ქვათა ცვენა არ ჩერდება
მოვლენების ეპიცენტრი ახლა სვანეთია, სადაც ქვათა ცვენას ვერ აჩერებენ - საავტომობილო გზა, რომელზეც კლდის ნაწილი გამთენიისას ჩამოიშალა, გაწმინდეს, მოძრაობაც გახსნეს, თუმცა ქვათა ცვენა რამდენიმე წუთში კვლავ განახლდა.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება, თუმცა ქვეითებისთვის მოძრაობა შეზღუდული არ არის. ადგილზე სპეციალური ტექნიკა და პოლიციაა მობილიზებული.
ღამით თოვდა და ვერ მუშაობდნენ. დილიდან დაიწყეს მუშაობა და ახლა ველოდებით სამუშაოების დასრულებას. ალბათ, დღეს გაიხსნება. დიდი მასა არის ჩამოშლილი. სამანქანო გზა გაუვალია. მანქანით გადაადგილება შეუძლებელია და ფეხით გადაადგილება შესაძლებელი", - აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.