მარნეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

04.01.24 13:29
მარნეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯილოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ცეცხლი ღამით გაჩნდა, თუმცა ოჯახმა შენობის დატოვება მოასწრო და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.