სვანეთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და სპეც-ტექნიკა მუშაობს

04.01.24 15:04
სვანეთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და სპეც-ტექნიკა მუშაობს

სვანეთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა - გზის გაწმენდა იქ ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს. დილიდან ხეობა კლდის მასივის ჩამოშლის გამო პარალიზებული იყო. მოძრაობა რამდნჯერმე აღდგა და შემდეგ ქვათაცვენის გამო ისევ ჩაიკეტა, რადგან საავტომობილო გზა ქვის უზარმაზარმა ლოდებმა ჩახერგეს.

ადგილზე ახლა სპეც-ტექნიკა და პოლიციაა მობილიზებული და გახშირებული ქვათა ცვენის გამო  გეოლოგების სპეცჯგუფსაც  ელოდებიან.

მესტიიდან მოვდივართ, გზა იქ ნორმალურია, არც საცობები არაა. აქ პოლიცია დგას, თუმცა მანქანებს ატარებენ. სადაც მძიმე მონაკვეთებია ტექნიკა მუშაობს", - ამბობს მესტიიდან მომავალი მგზავრი.