ახალქალაქის შესასვლელთან სატვირთო მდინარეში გადავარდა - გარდაცვლილია მძღოლი
ახალქალაქი-ახალციხის გზაზე, ახალქალაქის შესასვლელთან, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა და მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.