წყარო: იარაღი, რომლითაც გუგა გოცირიძე TBC ბანკში შეიჭრა, სათამაშო აღმოჩნდა
"პირველებისთვის" ინფორმაციით, გუგა გოცირიძე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თბს ბანკის ფილიალში სათამაშო იარაღით შეიჭრა.
წყაროს ცნობით, ფაქტი ექსპერტიზით უკვე დადასტურდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, ბრალის წარდგენის დროს, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
TV PIRVELI-სთვის ყაჩაღური თავდასხმის სავარაუდო მოტივიც ცნობილია - წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაკავებულმა მძიმე დანაშაულის ჩადენამდე დიდი ფული წააგო.
TBC ბანკის ყველაზე დიდ და ხალხმრავალ ფილიალში შეიარაღებული ნიღბიანი პირი გუშინ, 3 იანვარს, საღამოს შეიჭრა.
განგაშის სიგნალი ჩართვის გამო, კაცმა თანხის წაღება ვერ მოასწრო და გაიქცა, თუმცა ის კინოლოგების დახმარებით, პოლიციამ მალევე დააკავა.
ამ დროსითვის გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.