სააკაშვილის ინიციატივით, ირპენიდან საქართველოში ბავშვები ჩამოვიდნენ - მოზარდები ქვეყნაში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან

04.01.24 17:46
სააკაშვილის ინიციატივით, ირპენიდან საქართველოში ბავშვები ჩამოვიდნენ - მოზარდები ქვეყნაში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან

 

 

 

ირპენიდან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ჩამოსული ბავშვები სუხიშვილების ცეკვის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ქართული ცეკვის კულტურასა და ხელოვნებას გაეცნენ. იმყოფებოდნენ უკრაინულ სახლშიც, სადაც შეხვედრა საელჩოს წარმომადგენლებთან და გიული ალასანიასთან გაიმართა.

მოზარდები ქვეყნაში 10 დღის განმავლობაში დარჩებიან და მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ. დადგემილია მათი მოგზაურობა ყვარელშიც, სადაც პრეზიდენტის სახლს ეწვევიან.

მთელი მსოფლიო უკრაინას უყურებს და უკრაინის იმედი აქვს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩემი შვილის სურვილი იყო და არასამთავრობოებმა ითავეს და ჩამოიყვანეს, 30 ბავშვია ჩამოყვანილი ირპენიდან. ძალიან მძიმე ცხოვრება აქვთ ამ ბავშვებს იქ და ჩავთვალეთ, რომ ამ ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენი მასპინძლები, რომ საქართველო აჩვენონ და მოუწყონ საახალწლო ზეიმი", - ამბობს გიული ალასანია.