თოვლისთვის და წვიმისთვის განწირული ისტორიული მემკვიდრეობა - უპატრონოდ მიტოვებული გელათი ნადგურდება
თოვლისთვის და წვიმისთვის განწირული ისტორიული მემკვიდრეობა. უპატრონოდ მიტოვებული გელათი ნადგურდება. ტაძრის უნიკალური მოზაიკა ჩამოვარდნის პირას არის. მხატვრობის ისტორიული ნიმუშები თუ ჩამოვარდა მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მოზაიკის კედლიდან დაშორება უკვე 21 სანტიმეტრს შეადგენს. გელათში არა თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სახურავის გადახურვაც კი ვერ მოახერხეს, რომ ტაძარს წყალი არ ანადგურებდეს.
რესტავრაცია მარტში დაიწყება - ამას "პირველებს" გელათის გადარჩენის კომიტეტის წევრი ეუბნება, თუმცა როგორც გაირკვა, ესეც ტყუილია. მარტში იტალიელი ექსპერტები კომპლექსის შესწავლას დაიწყებენ, რასაც 12 თვე ჭირდება. ანუ სარეაბილიტავიო სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულამდე გადაიწევს, რაც შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანით დასრულდეს. უკვე 9 თვეა, რაც გელათის რესტავრაცია საპატრიარქომ გადაიბარა, თუმცა ამ პერიოდში ტაძრის გადახურვაც კი ვერ მოხერხდა.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.