სვანეთისკენ, გზაზე საფრთხე ამ დრომდე არ მოხსნილა - არ არის გამორიცხული, ქვათაცვენა ისევ განმეორდეს
სვანეთისკენ გზაზე საფრთხე ამ დრომდე არ მოხსნილა. რამდენიმე საათიანი პარალიზების შემდეგ მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა არ არის გამორიცხული ქვათაცვენა ისევ განმეორდეს. ამიტომ ადგილზე სპეც-ტექნიკა და პატრული ამ დრომდე რჩება. გზის კონკრეტულ მონაკვეთზე ამ წუთებში ელოდებიან გეოლოგების ჯგუფსაც. სპეციალისტებმა ტერიტორია უნდა შეისწავლონ
უამინდობა და ძლიერი თოვა რეგიონში ამ დრომდე გრძელდება. სვანეთთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე კლდე გამთენიას ჩამოიშალა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში სვანეთი გარე სამყაროს პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო. გზა ერთხელ უკვე გაწმინდეს, გზაც გაიხსნა, მაგრამ კლიდან ქვების ჩამოცვენა ისევ გაგრძელდა.