რა მეთოდებით აიძულებენ პატიმრების ოჯახის წევრებს საპროცესო გარიგებაზე წასვლას - პროკურატურა შანტაჟსა და ზეწოლაშია მხილებული

04.01.24 20:04
რა მეთოდებით აიძულებენ პატიმრების ოჯახის წევრებს საპროცესო გარიგებაზე წასვლას - პროკურატურა შანტაჟსა და ზეწოლაშია მხილებული

 

 

რა მეთოდებით აიძულებენ პატიმრების ოჯახის წევრებს საპროცესო გარიგებაზე წასვლას.  პროკურატურა შანტაჟსა და  ზეწოლაშია მხილებული. თუ ჩვენ პირობებს არ მიიღებთ 9 წლით გავუშვებთ ციხეში - ამ ულტიმატუმით დატოვეს დაკავებულის ოჯახის წევრებმა შოთაძის უწყება. მას შემდეგ, რაც  პროკურატურამ ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერ მოაგროვა, ღია შანტაჟზე გადავიდა.  ახალგაზრდებისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვს, სანაცვლოდ მათ მხოლოდ  ერთი წელი მოუწევთ ციხეში გაატარონ.

ამ საუბარს დაკავებულის მშობლებთან ერთად მათი ადვოკატიც ესწრებოდა. პროკურორი ნათია ქართველიშვილი "პირველებთან" კატეგორიულად უარყოფს, რომ ოჯახს ულტიმატუმი წაუყენა, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფო ბრალდება ჩიხშია შესული.  5 თვეა გამოძიებას არც ერთი მტავარი მოწმე არ დაუკითხავს. ახალგაზრდებს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა სასამართლომ მათი დაკავების ოქმიც კი არ მიიღო მტკიცებულებად, რომელიც დაზარალებულმა პოლიციელებმა წარადგინეს.

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.