ბანკის დაყაჩაღების მცდელობა სათამაშო იარაღით - გუგა გოცირიძეს წაყენებული ბრალი შესაძლოა, გადაუკვალიფიცირდეს

04.01.24 20:00
ბანკის დაყაჩაღების მცდელობა სათამაშო იარაღით - გუგა გოცირიძეს წაყენებული ბრალი შესაძლოა, გადაუკვალიფიცირდეს

 

 

ბანკის დაყაჩაღების მცდელობა სათამაშო იარაღით. "პირველების" ინფორმაციით, წინასწარი ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ ახალგაზრდა კაცი თიბისის ფილიალში სათამაშო იარაღის მუქარით შეიჭრა. თუ დადასტურდა, რომ თავდამსხმელს ნამდვილი იარაღი არ ჰქონდა, შესაძლოა, წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდეს.

"პირველებმა" გაარკვია, რომ გოცირიძემ დანაშაულის ჩადენამდე დიდი ფული წააგო და სავარაუდოდ  სწორედ, ამ მიზეზით  გადაწყვიტა ბანკიდან ფულის წაღება. თი ბი სი ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია და მან გამოძიებას აღიარებითი ჩვენებაც მისცა. ირკვევა, რომ გოცირიძე წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. ბრალდება, რომელსაც ახალგაზრდა კაცს გამოძიება ამ ეტაპზე ედავება,  7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 ბანკის დაყაჩაღების მცდელობის ახალი დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.