მამა არ ეყო, პოლიციელზე გადავიდა და დროშა რატომ გაწუხებთ? - მეუფე იაკობი ლაზარეზე

04.01.24 20:39
მამა არ ეყო, პოლიციელზე გადავიდა და დროშა რატომ გაწუხებთ? - მეუფე იაკობი ლაზარეზე

მამა არ ეყო, პოლიციელზე გადავიდა და დროშა რატომ გაწუხებთ? - ასე პასუხობს საპატრიარქოდან გამოსული მეუფე იაკობი ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანიაზე დასმულ კითხვას.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა დროშების დაწვის კამპანიის გადაფარვა ლაზარე გრიგორიადისის თემით სცადა და თქვა, რომ ადამიანი უფრო დიდი მნშვნელობისაა, ვიდრე დროშა.

დროშაზე არ წამიკითხავს, როდესაც ადამიანს მიაქცევენ ყურადღებას, დროშაზეც მერე დავფიქრდები. ადამიანს არ აქცევენ ყურადრებას ის პოლიტიკოსები, ვინც გმირად გახადეს ის, ვინც ადამიანს წვავდა. არ გახსოვთ ერთი ახალგაზრდა პოლიციელს რომ წვავდა? მამა არ ეყო, მერე პოლიციელზე გადავიდა. დროშა რატომ გაწუხებთ, პირველ რიგში ადამიანზე იფიქრეთ. ლაზარემ მამა არ დაჭრა ორ ადგილას? რაზე იყო ის გასამართლებული? "- განაცხადა მეუფე იაკობმა.