სვანეთის გზაზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - ხეობაში სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
სვანეთის გზაზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - ხეობაში გადაადგილება ნაწილობრივ აღდგენილია, თუმცა სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ პოლიციისა და შესაბამისი სამსახურების ნებართვით არის შესაძლებელი, თუმცა მოძრაობა დიდი გამავლობის მქონე ავტომობილებს ეზღუდებათ.
ამ დრომდე საავტომობილო გზიდან ქვის უზარმაზარი ლოდების გატანა ვერ ხერხდება. "პირველებს" უყვებიან, რომ გზის სრულად გაწმენდამ და მძიმე ტექნიკის მუშაობამ შესაძლოა, კლდის ჩამოშლის პროცესი განაახლოს, ამიტომ ადგილზე გეოლოგებს ელოდებიან.
დარჩენილია ორი დიდი ლოდი. დაიწყო გზის წმენდა. სპეციალისტები მოდიან დღეს და შეისწავლიან ყველაფერს. იმის მიხედვით გვეცოდინება საფრთხეები. გზა გახსნილია და მოძრაობა მიმდინარეობს, მაგრამ დარჩენილია გზაზე ლოდი, რომელიც აფეთქდება დღეს და გაწმენდენ გზას", - აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.