ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია

05.01.24 11:08
ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია

ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია -  საგამოძიებო მოქმედებებისთვის გუგა გოცირიძე წინასწარი მოთავსების იზოლატორში გამომძიებლებს წუთი-წუთზე ელოდება.

იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულს დაუმტკიცებენ, 39 წლის კაცს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ვერსიით, გოცირიძე ბანკის ფილიალში ნიღბით და სათამაშო იარაღით შეიჭრა, თუმცა განგაშის სიგნალი ჩაირთო და ფულის წაღება ვერ მოახერხა. ერთ-ერთი ვერსიით ყაჩაღობის მცდელობის მოტივი წაგებული ფული გახდა.