ინდონეზიაში მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ - არიან გარდაცვლილები და დაშავებულები
3 გარდაცვლილი და 28 დაშავებული - ინდონეზიაში მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. Reuters-ის ცნობით, ჯავის პროვინციაში, მაშველები ვაგონებს შორის ჩარჩენილი ორი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ. დაღუპულები ეკიპაჟის წევრები არიან.
შემთხვევის დროს მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.