სვანეთის გზაზე გეოლოგები მუშაობას ვერ იწყებენ - გზა გაიხსნა, თუმცა ხეობაში გადაუღებლად თოვს

05.01.24 15:06
სვანეთის გზაზე გეოლოგები მუშაობას ვერ იწყებენ - გზა გაიხსნა, თუმცა ხეობაში გადაუღებლად თოვს

სვანეთის გზაზე გეოლოგები მუშაობას ვერ იწყებენ - ხეობაში გადაუღებლად თოვს და უამინდობაა. ორ-დღიანი პარალიზების შემდეგ გზა დღეს გაიხსნა, თუმცა მოძრაობა ისევ შეზღუდვებით არის შესაძლებელი.

მძღოლები "პირველებთან" ამბობენ, რომ საავტომობილო გზის ნაწილი ისევ ქვის ლოდებით არის ჩახერგილი, თუმცა ადგილზე უსაფრთხოებას არავინ აკონტროლებს. იქ დილიდან პოლიცია იდგა, თუმცა ეკიპაჟებმა, როგორც გაირკვა, მაღალი რისკის მიუხედავად, დატოვეს ადგილი.

ორი დღის მანძილზე სვანეთში მოგვიწია გაჩერება, რადგან შეზღუდული იყო, ჩამოიშალა ბევრი რაღაც, მაგრამ ახლა რომ მოვდიოდით რაღაც ნაწილში მოყინული იყო. დავრეკეთ სატრანსპორტოში გუშინ და აქედან გამომდინარე არ გამოვედით გუშინ, რადგან ვიცოდით, რომ არ იყო გზა. მესტიაში რომ მოვდიოდით შეგხვდა გზაზე დიდი ლოდი", - აღნიშნავს ერთ-ერთი მძღოლი.