ქარელში, სოფელ რუისთან, ერთმანეთს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ - არის მსხვერპლი

05.01.24 15:02
ქარელში, სოფელ რუისთან, ერთმანეთს მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ - არის მსხვერპლი

ავიაკატასტროფა ქარელში, სოფელ რუისთან. გავრცელებული ცნობით, ერთმანეთს მზგავრებით სავსე მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 4 ადამიანი. 

"პირველების" ინფორმაციით, გარდაცლილი მძღოლია, რომელიც დაჯახების დროს ინერციამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო და ტერილერის ქვეშ შეაგდო. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე ახლა საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწარფო დახმარების ჯუფები არიან მობილიზებულები. დაშავებულების ნაწილი კლინიკაში გადაიყვანეს. 

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

 

 

მსგავსი სიახლეები