კოვიდინფიცირების გაზრდილი შემთხვევები, განსაკუთრებით ბავშვებში - ექიმები ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ
სეზონური გრიპის გარდა, მთელს საქართველოში გაზრდილია კოვიდინფიცირების შემთხვევებიც, მათ შორის ბავშვებში. ექიმები ამბობენ, რომ კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში უპრეცედენტოდ გაიზარდა. მაღალი ტემპერატურით და სხვადასხვა მძიმე სიმპტომებით საავადმყოფოები პაციენტებით გადავსებულია. ვირუსი ყველაზე რთულად ბავშვებს და ჩვილებს უტევთ. გაზრდილი მიმართვიანობის გამო, კლინიკების დერეფნებში დიდი რიგები დგას, რეანიმაციული განყოფილებები კი ბავშვებით არის სავსე.
ექიმები გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავენ, თუმცა ვაქცინის კამპანია ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს.
მიმართვიანობა იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ბოლო კვირეების განმავლობაში გაზრდილია. უმრავლესი, ეს არის პანდემიური H1 ტიპის ვირუსი, ასევე A ტიპის ვირუსი. ასევე H3 ფიქსირდება შედარებით ნაკლები სიხშირით. ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების, სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, ფილტვის ანთების დადასტურების შემთხვევაში მათი მართვა უმჯობესია მოხდეს საავადმყოფოს პირობებში. ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის გართულებისაგან თავის დასაცავად არის სწორედ ვაქცინაცია", - ამბობს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.