ავტოკატასტროფა ქარელში - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?

05.01.24 17:23
ავტოკატასტროფა ქარელში - როგორია დაშავებულების მდგომარეობა?

სოფელ რუისის გზაზე ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი მძღოლი ექსპერტიზაზე, ხოლო დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულთა ნაწილი ხაშურში, ზოგი კი ამ დრომდე ქარელის კლინიკაში რჩება.

მათ ამ წუთებში შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. ექიმები "პირველებს" უყვებიან, რომ დაშავებულებს დაზიანებები და დაჟეჟილობები სხეულის სხვადასხვა არეში აქვთ მიყენებული, თუმცა წინასწარი შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ორი ადამიანი, 50 წლის ფარგლებში, მდგომარეობა სტაბილურია. მოტეხილობები და სერიოზული დაზიანება არ არის. ნუ ერთს ვაკვირდებით დინამიკაში, რადგან მუცლის ტრავმა აქვს და ვაკვირდებით, ღვიძლი არის დაზიანებული თუ არა. სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა. ჯერ საგანგაშო ვითარება არ გვაქვს და დაკვირვების შედეგად ბოლო დასკვნა იქნება", - აღნიშნა ექიმმა ავთანდილ ბორცვაძემ.

ცნობისთვის, ავიაკატასტროფა ქარელში, სოფელ რუისთან მოხდა. ერთმანეთს მზგავრებით სავსე მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები