ქვეყანაში კოვიდი, ე.წ. ღორის გრიპი და სეზონური ვირუსი ერთად ცირკულირებს - კლინიკები პაციენტებს ვერ იტევენ

05.01.24 20:11
 ქვეყანაში კოვიდი, ე.წ. ღორის გრიპი და სეზონური ვირუსი ერთად ცირკულირებს - კლინიკები პაციენტებს ვერ იტევენ

 

 

ქვეყანაში კოვიდის ახალი შტამი, ე.წ ღორის გრიპი და სეზონური ვირუსი ერთდროულად ცირკულირებს. კლინკები  გადავსებულია, დეფიციტია საწოლი ადგილების.

ექიმები, რომლებიც მიმართვიანობას ვეღარ აუდიან, იძულებულები არიან,   პაციენტებს დახმარება საავადმყოფოების დერეფნებში გაუწიონ. ყველაზე დიდი დატვირთვით ბავშვთა კლინიკები მუშაობენ, სადაც, პრაქტიკულად, მოქალაქეების რიგები დგას.

ვირუსის სამივე ფორმა ყველზე რთულად 5 წლამდე ბავშვებშია გავრცელებული. მაღალ ტემპერატურას თან ახლავს სხვადასხვა მძიმე სიპტომი, რაც ბოლოს ფილტვების  ანთებით სრულდება.

ერთადერთი საშუალება, რასაც არსებული მდგომარეობის თავიდან აცილება შეუძლია, ვაქცინაციაა. მედიკოსების მთავარი რეკომენდაცია სწორედ აცრას უკავშირდება. აღმოჩნდა, რომ წელსაც ისევე, როგორც გასულ წელს, ვაქცინაზე მოქალაქეების მოთხოვნა რეკორდულად  დაბალია.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.