1 გარდაცვლილი და 4 მძიმედ დაშავებული რუისთან მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა

05.01.24 20:16
1 გარდაცვლილი და 4 მძიმედ დაშავებული რუისთან მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა

 

 

ერთი გარდაცვლილი და 4 მძიმედ დაშავებული - ეს სურათი დახვდათ ტრაგედიის ადგილეზე მისულ სამართალდამცველებს და სამაშველო სამსახურს. მიკროავტობუსის და ტრაილერის შეჯახება ავტომაგისტრალზე იმდენად ძლიერი იყო, რომ მიკროავტობუსის მძღოლი ავტომობილიდან გადავვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულებიც მიკროავტობუსის მგზავრები არიან. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქარელისა და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა რიუსთან მომხდარი ავარიის მიზეზი, რომელსაც მძროლის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით აღიძრა. 

ვრცლად ნახეთ გიორგი დვალიშვილის რეპორტაჟში.