თბისის ბანკის დაყაჩაღების მცდელობა - ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს
იარაღი, რითაც ახალგაზრდა კაცი "თიბისის" დაყაჩაღებას ცდილობდა, ნამდვილს ძალიან ჰგავდა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ გუგა გოცირიძე ბანკში გაზის პისტოლეტით შეიჭრა. ვიდრე ექსპერტიზა არ ჩატარდა, გამომძიებლებმა იქამდე ვერ დაადგინეს, რომ თავდამსხმელი ლეტალური იარაღით არ გადაადგილდებოდა. ამ დეტალების შესახებ მედიასთან სასამართლოს დაწყების წინ საქმის პროკურორმა ისაუბრა.
იარაღი, რითაც თავდამსხმელი მოქმედებდა, მაღაზიებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყიდება.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მსჯელობენ დაკავებული გუგა გოცირიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. მას პროკურატურა ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღი შეძენა შენახვა ტარებას ედავება, თუმცა არ არის გამორიცხული, სხდომაზე მტკიცებულებების გასაჯაროების შემდეგ, ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.