"ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს" - ბანკზე თავდამსხმელის პირველი რეპლიკა

05.01.24 20:07
"ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს" - ბანკზე თავდამსხმელის პირველი რეპლიკა

კაცი, რომელმაც თიბისი ბანკის დაყაჩაღება გაზის პისტოლეტით სცადა, ამბობს, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ამის შესახებ გუგა გოცირიძემ საკუთარ სასამართლო პროცესზე თქვა. ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

გაირკვა, რომ იარაღი, რითაც თავდამსხმელი მოქმედებდა, მაღაზიებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იყიდება. მას პროკურატურა ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღი შეძენა შენახვა ტარებას ედავება, თუმცა არ არის გამორიცხული, სხდომაზე მტკიცებულებების გასაჯაროვებს შემდეგ, ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდეს.