30 ადამიანი დაგვესხა თავს, ერთ-ერთმა სცადა ჩემთვის დაერტყა, გავიქეცით, მოგვდევდნენ და სკამებს გვესროდნენ - ნაზღაიძე

06.01.24 10:01
30 ადამიანი დაგვესხა თავს, ერთ-ერთმა სცადა ჩემთვის დაერტყა, გავიქეცით, მოგვდევდნენ და სკამებს გვესროდნენ - ნაზღაიძე

ანგარიშსწორება გიორგი ნაზღაიძეზე - ტელეწამყვანის მტკიცებით, 5 იანვარს, ორბელიანის მოედანზე მასა და მის ორ მეგობარს 30-მდე ადამიანი დაესხა თავს. 

ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთი პირი ცდილობდა, ცივი იარაღით სხეულის არეში ჭრილობა მიეყენებინა მისთვის. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის შემდეგ, კი თავდამსხმელები მათი მიმართულებით სკამებს ისროდნენ.

დღეს საღამოს, რამდენიმე საათის წინ, ჩემს ორ მეგობართან ერთად წარმოუდგენელი ამბავი გადამხდა. ორბელიანის მოედნის ავტოსადგომზე დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა. თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგრძვნია. არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე. იძულებული გავხდით, ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა. გავიქეცით, ისინი მოგვსდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ. ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გავვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები.

ახლაც ვერ მოვდივარ გონს მომხდარის გამო. მართლა სასწაულებრივად გადავრჩით. ქალაქის ცენტრში 30 შეიარაღებული მოზარდის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით მე და ჩემი ორი მეგობარი, რომელთაგან ერთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ქვეშ არის. ამ ადამიანებისგან და მსგავსი შემთხვევებისგან არავინ არის დაცული, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა და პასუხი უნდა აგონ აუცილებლად!!

მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს, რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტობრივად, ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა", - წერს იგი.