ყაჩაღობა გორში - შეიარაღებულმა მოზარდმა იარაღის მუქარით ბენზინგასამართი სადგურიდან 600 ლარი წაიღო
ყაჩაღობა გორში - 2 იანვარს, ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე შეიარაღებული მოზარდი თანამზრახველთან ერთად ნიღბით და იარაღით შეიჭრა.
თავდამსხმელებმა ოპერატორს იარაღის მუქარით ნავაჭრი 600 ლარი წაართვეს და ტერიტორია დატოვეს. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით მხოლოდ ერთი პირს დაადეს ბორკილები, ხოლო არასრულწლოვანი განსასჯელის სკამზე არ ზის.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ადვოკატმა წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული თანახმა არის 3-წლიან სასჯელზე, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ეს შემდეგ პროცესებზე გახდება ცნობილი.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა 6-წლამდე ვადით ემუქრება.
არ ვიცი, რამდენმა ადამიანმა დააყაჩაღა. არც ის ვიცი, რამდენია წაღებული. ორი სმენა არ ვიყავი, მოვედი გუშინ და ის ხალხი არ მინახავს. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. კამერებში არაფერი არ ჩანს", - აღნიშნა ადგილობრივმა.