შეიარაღებული თავდასხმა ნაზღაიძესა და მის მეგობარზე - ინტერვიუ ტელეწამყვანთან
არც ერთი დაკავებული და არც ერთი ბრალდებული - თბილისის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ყველა წევრი ისევ თავისუფალია. ორბელიანის მოედანზე ათობით სათვალთვალო კამერის წინ გიორგი ნაზღაიძეზე თავდასხმის ფაქტი პოლიციამ ამ დრომდე ვერ გახსნა.
ტელეწამყვანის მტკიცებით, დანებით და ხელკეტებით შეირაღებული დაჯგუფება მას და მის მეგობარს თავს გუშინ საღამოს დაესხა.
"პირველებთან" ნაზღაიძე ამბობს, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ირკვევა, რომ აგრესიულ დაჯგუფებასთან დაპირისპირება მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა იქ არც საპატრულო და არც კრიმინალური პოლიცია არ გამოჩენილა.
დაახლოებით იყო ალბათ 10 საათი. ჩავედით მანქანის სადგომთან, მანქანაში უნდა ჩავმსხდარიყავით, ჯერ იყო და ვიღაც უცხოელი გაძარცვეს ვიღაცებმა, მანქანა დაუმტვრიეს და ამიტომ გავჩერდით იქ, უცხოელი იყო და რაღაცებს გევკითხებოდა. შემდეგ, როდესაც გავაგრძელეთ გზა, 10-მდე ახალგაზრდა მოვიდა, ერთმა სახეში შემომაძახა ნაზრაიძეო. ჩემმა მეგობარმა უთხრა, რაო, რა გინდაო, მე ვეუნებოდი, არ გინდა არ ავყვეთ-თქო. არ ავყევით, გავედით, მაგრამ იქიდან დაიწყო გინება. გინების დროს რომ მოვტრიალდით, უკვე დანები და ბასრი საგენბი ჰქონდათ. მათ თანდათან ემატებოდნენ ახალგაზრდები. იყო ათი მერე გახდა 15, ბოლოს გახდა. 30. შველით ვერავინ ვერ გვიშველა. ერთადერთი ორი გოგონა იყო იქვე და დაგვისიგნალეს. უკუსვლით მივდიოდით, იმიტომ, რომ მოტრიალების შემთხვევაში დანას დაგვარტყამდენენ ყველა ვარიანტში. ჩემს მეგობარს მოუქნიეს დანა, გამოვწიეთ, გადავარჩინეთ. შემდეგ ორმა გოგონამ დაგვისიგნა,ა ჩაჯექით, გაგიყვანთო. გეუბნებით, ეს არის ფილმის სცენარი. ასეთი რამ არ მინახავს მართლა. იქ არავინ არ იყო, ორი ვიღაცა დაცვის თანამშრომელი იყო, რომელიც არაფერს არ აკეთებდა. ამ გოგოებთან რომ ჩავაჯინე ჩემი მეგობარი, მეორე მხრიდან აკრი გააღო ერთ-ერთმა პირმა და დანის დარტმა სცადა, მოვახერხე ჩემი მეგობრის გამოყვანა, გოგოებმა ისე ჩახერგეს მანქანით გზა, რომ მოვახერხეთ გამოქცევა. შედეგ ამ გოგოების მანქანას მიადგნენ და დაუწყეს საბურავებსი დაჭრა და მანქანის დაზიანება. მე მგონია, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, იმიტომ, რომ ჩემს კომენტარებშიც ბევრმა ადამიანმა დაწერა ამ დაჯგუფებაზე და მილიონი მირეკავს კიდევ. ყველამ ყველაფერი კარგად იცი და არავის არ მიჰყავს საქმე ბოლომდე და სადღაც უნდა მივიყვანოთ ბოლომდე", - ამბობს ნაზღაიძე.